სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს
სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში სავარაუდოდ მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 6 მარტს გადაიყვანეს.

66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან.

2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას
გადასცემდა.

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (5)
es asea
30 აგვისტო 2018 14:58
რუსეთი უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებათ და ამის შემდეგ მაინც იქნებ მალე შევიდეს ცივილიზაცია.
es asea
30 აგვისტო 2018 14:54
ველური რუსეთი, უნდა გაამკაცრონ სანქციები რომ, ამ ბოროტების სათავეს წერტილი დაუსვან.
am,in
16 მარტი 2018 17:55
მთელი ოჯახი გაუწყვეტიათ და ჩაწყობილი როგორღა არის, ჩემი აზრით რუსეთი უნდა დაიშალოს ანდა რუსი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მოსთხოვოს |თავის ხელისუფლებას რომ მოიქცეს ცივილიზებურად, .ანუ შეეშვას მეზობელი ქვეყნების აგრესიას
sss
16 მარტი 2018 17:14
ველური რუსეთი
კიტი
16 მარტი 2018 14:29
ჩაწყობილი ამბავია....

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?