დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ორმხრივ კონტაქტს წყვეტს - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ორმხრივ კონტაქტს წყვეტს

"მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან და სამეფო ოჯახის წევრები მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება, არ დაესწრებიან, ГРУ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის გამო", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას.

გარდა ამისა, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აუქმებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც ლონდონშია მიწვეული.

"ამ ინციდენტის შემდეგ ურთიერთობებს ძველ დონეზე ვერ შევინარჩუნებთ. ამიტომ, უმაღლეს დონეზე ყველა ორმხრივ კონტაქტს ვწყვეტთ" - განაცხადა მეიმ.

გამოსვლისას მეიმ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. მათ ერთი კვირის ვადა მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. მეიმ დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთის ინტერესებში არ შედის რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა.

"ინტერპრესნიუსი"