"მტრული ნაბიჯი" - რუსეთის პასუხი დიდ ბრიტანეთს - კვირის პალიტრა

"მტრული ნაბიჯი" - რუსეთის პასუხი დიდ ბრიტანეთს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"დღეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრე იაკოვენკო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას 23 დიპლომატის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ აცნობეს.

ჩვენ ამ მტრულ ნაბიჯს ვაფასებთ როგორც აბსოლუტურად მიუღებელს, უსაფუძვლოსა და არაშორსმჭვრეტელს.

რუსულ-ბრიტანული ურთიერთობების გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა დიდი ბრიტანეთის ახლანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება", - ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს და ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს.

იხილეთ ასევე: დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ორმხრივ კონტაქტს წყვეტს

"ინტერპრესნიუსი"