მარია ზახაროვა:"ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი, მისი შეფასება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია" - კვირის პალიტრა

მარია ზახაროვა:"ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი, მისი შეფასება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია"

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის არ შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა შეუფერებელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საკუთარი თანამდებობისთვის, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტია უფლებამოსილი მისი მუშაობა შეაფასოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა.

"ტერეზა, ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი. მისი, როგორც მინისტრის შეფასება შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს. მე მესმის, რომ თქვენ გსურთ ეს სხვანაირად იყოს, მაგრამ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონია", - წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეიმ ლავროვს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"