პუტინი: "იყო პერიოდი, როდესაც ტაქსის მძღოლად მუშაობას ვაპირებდი" - კვირის პალიტრა

პუტინი: "იყო პერიოდი, როდესაც ტაქსის მძღოლად მუშაობას ვაპირებდი"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იყო პერიოდი, როდესაც სანკტ-პეტერბურგში ტაქსის მძღოლად მუშაობის ვარიანტს განიხილავდა. ამის შესახებ პუტინმა ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

"როდესაც ანატოლი სობჩაკმა მერის არჩევნები წააგო და მე მერიიდან წავედი, ვფიქრობდი, ტაქსის მძღოლად ხომ არ ვიმუშავო? მე არ ვხუმრობ, სხვა გამოსავალი არ მქონდა, ვინაიდან სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა. ამიტომ, როდესაც მოსკოვში გადასვლა და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში იურიდიულ საკითხებზე მუშაობა შემომთავაზეს, მე დავთანხმდი და მოსკოვში ჩავედი", - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"