ლავროვი: "ჩვენ აუცილებლად გავაძევებთ ბრიტანელ დიპლომატებს... მალე" - კვირის პალიტრა

ლავროვი: "ჩვენ აუცილებლად გავაძევებთ ბრიტანელ დიპლომატებს... მალე"

რუსეთი ახლო მომავალში ქვეყნიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჩვენ აუცილებლად გავაძევებთ ბრიტანელ დიპლომატებს. რაც შეეხება ვადებს თუ როდის მოხდება ეს, ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს მოხდება მალე", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არავის დიქტატსა და ულტიმატუმს არ მიიღებს.

შეგახსენებთ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

"ინტერპრესნიუსი"