ერდოღანი:"ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია" - კვირის პალიტრა

ერდოღანი:"ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ადგილობრივი დროით 08:30 საათის მდგომარეობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციის დანაყოფებმა ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს.

"აფრინის თავზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დროშები ფრიალებს. ახლა აფრინის თავზე თურქეთისა და სირიის გამათავისუფლებელი არმიის დროშები ფრიალებს", - აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რათა აღმოფხვრას ტერორისტების ქმედებების შედეგები სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რეგიონის ინფრასტრუქტურა აღადგინოს.

"ინტერპრესნიუსი"