"დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში,რომელსაც მე ქვეყანას ვთავაზობ" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში,რომელსაც მე ქვეყანას ვთავაზობ"

რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა და მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში გახსნილ საარჩევნო უბანში გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ამავე საარჩევნო უბანში გააკეთა თავისი არჩევანი.

"დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში, რომელსაც მე ქვეყანას ვთავაზობ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა რუსეთის ყველა რეგიონში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.