"დასავლური გაზეთების კითხვა არ არის საჭირო" - კვირის პალიტრა

"დასავლური გაზეთების კითხვა არ არის საჭირო"

მიხეილ ბულგაკოვი წერდა: "ნუ დაიწყებთ დილიდან საბჭოთა გაზეთების კითხვას". ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც დასავლური გაზეთების კითხვა არ არის საჭირო. ყველაფერს ძალიან გამარტივებულად და უხეში პროპაგანდის სახით გადმოსცემენ. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიმდინარეობს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, ამის გაგება შეიძლება სხვადასხვა ვითარებებზე დაკვირვებით, "იქნება ეს აღმოსავლეთ ღუთა თუ ლონდონში მორიგი პერსონაჟის მისივე ქალიშვილთან ერთად მოწამვლის რაღაც სრულიად წარმოუდგენელი ქმედება".

"დასავლეთის პროპაგანდა, სამწუხაროდ, ერთი მხრივ, სულ უფრო პრიმიტიული ხდება, მეორე მხრივ - თავხედური. ადამიანებს თავებს უჭედავენ მარტივი ფრაზებით ანალიზის გარეშე", - აღნიშნა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"