ვინ არის რუსეთში ხანძრის დროს დაღუპული ტატიანა დარსალია, რომელიც ბავშვების გადარჩენას ცდილობდა? - კვირის პალიტრა

ვინ არის რუსეთში ხანძრის დროს დაღუპული ტატიანა დარსალია, რომელიც ბავშვების გადარჩენას ცდილობდა?

კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა. ის კემეროვის მე-17-ე გიმნაზიაში ასწავლიდა. გარდაცვლილი მასწავლებლის შესახებ რუსულ მედიასთან დარსალიას მოსწავლეები საუბრობენ. ტატიანა ვიქტორის ასული დარსალია 37 წლის იყო. ის ერთ-ერთი პირველია, ვისი ცხედრის ამოცნობაც მოხერხდა.

დარსალიას მოსწავლეების თქმით, ტატიანა ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, ამასთან დირექტორის მოადგილე იყო აღმზრდელობით ნაწილში. ამავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია.

"როდესაც ხედავდა, რომ ვინმე ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის მიდიოდა მასთან და მიზეზს ეკითხებოდა. მუდმივად ცდილობდა, გაჭირვების დროს სხვებს დახმარებოდა," - ამბობს დარსალიას ერთ-ერთი მოსწავლე. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ბავშვები ტირიან, რაღაც საშინელება ხდება" - რას ჰყვებიან რუსეთში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარზე თვითმხილველები?

ქვემოთ იხილეთ ვიდეო - კემეროვოში ხანძრის დაწყების პირველი წამები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა