აშშ-მა სირიაზე იერიში შესაძლოა 72 საათში მიიტანოს
აშშ-მა სირიაზე იერიში შესაძლოა 72 საათში მიიტანოს
7 აპრილს, სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მომხდარში ბრალი ასადის რეჟიმს დასდო. სირიის ხელისუფლება კი უარყოფს რაიმე კავშირს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან და აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

თუმცა აშშ მომხდარზე მკაცრი პასუხის გაცემას აპირებს, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამხედრო ქმედებების ბევრი ვარიანტი აქვს. მისივე თქმით, აშშ ცდილობს დაადგინოს თუ ვინ არის კონკრეტულად პასუხისმგებელი ქალაქ დუმაში ქიმიური
იარაღის გამოყენებაზე.

ტრამპის განცხადებით, გადაწყვეტილება 24-48 საათის განმავლობაში იქნება მიღებული: "ჩვენ ვერ დავუშვებთ იმ ბოროტების გამეორებას, რომელიც ყველამ ვიხილეთ. ეს არ შეიძლება კვლავ მოხდეს".

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპასუხო ზომებს ემხრობა, თუ დადასტურდება, რომ სირიის პრეზიდენტმა ასადმა "წითელი ხაზი" გადაკვეთა და ქიმიური იარაღი გამოიყენა. მისი
თქმით, საფრანგეთი დარტყმებს მხოლოდ ქიმიურ ლაბორატორიებზე განახორციელებს.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პოზიციას, როგორც გაზეთი The Times იუწყება, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ბრიტანეთს მეტი მტკიცებულებები დასჭირდება ასადის რეჟიმის მიერ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ვიდრე სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას განახორციელებს.

გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა სწრაფ მოქმედებაზე, რადგან "ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის" წარმომადგენლები დამასკოს გარეუბანში აპირებენ ჩასვლას, იქმ სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა.

10 აპრილ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, ჩინეთმა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ რუსეთი და ბოლივია წავიდნენ.

რეზოლუციის თანახმად, აშშ ითხოვდა ახალი დამოუკიდებელი მისიის შექმნას, რომელიც 7 აპრილს ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტს გამოიძიებდა. "ახალი მექანიზმის შექმნას თვეები დასჭირდება. არ გსურთ იმის გაგონება, რომ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი აღმოჩენილი არ იყო", - განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილ ნებენზიამ.

უსაფრთხო ავიაციის საერთაშორისო ევროპული სააგენტოს (EASA) განცხადებით, აშშ-მა სირიაზე იერიში შესაძლოა 72 საათში მიიტანოს, მანამდე კი ავიაგადამზიდებს მოუწოდებენ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით ფრენისას ფრთხილად იყვნენ. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სირიის მიმართულებით 9 ამერიკული ხომალდი მიემართება. ხოლო ის გემები, რომლებიც სირიიდან 100 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან, უკვე მზად არიან იერიშის მისატანად.

ცოტა ხნის წინ თურქული გამოცემა წერდა, რომ შტატებს 22 სამიზნე უკვე განსაზღვრული აქვს, მათ შორის არის სამხედრო ობიექტები ხომსის პროვინციაში, ასევე ქალაქები დამასკო, ხამა, დეირ-ეზ-ზორი, რაყა.

ამას გარდა, როგორც სამხედრო ბლოგი WarTime წერს, ჩინეთის ფლოტი, რომელიც ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება ამერიკის მხრიდან სირიაზე იერიშის მიტანის შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთის სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდეს.

იხილეთ ასევე: ტრამპი: "მოემზადე, რუსეთო, მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა"
ვოვა
13 აპრილი 2018 03:07
აგვიანებს კი არა, გადაიფიქრა მგონია, გიჟმა )) არ არის გიჟი?? აქ ერთი რომ წერს რომ ის გიჟია და პუტინი ჭკვიანიო? როგორ გამოჩნდა ეხლა, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი რომ 2 საათში სამ სხვადასხვანაირ აზრს დაწერს ერთიდაიგივე საკითხზე, რომელსაც მსოფლიოს წესრიგის შეცვლა შეუძლია, მინიმუმ არასერიოზული არ არის? მე არ მითქვია პუტინი ჭკვიანია მეთქი, მაგრამ ტრამპზე ჭკვიანი რომაა ჩანს. ჩვენი მტერია, მაგრამ ჭკვიანი მტერი არ გინახიათ? ისე შენ გასაგონად, მე რეალურ ცხოვრებაშიც ვოვა ვარ და არ შეგშლია და შენ თვითონ ვინ ხარ, გამოჩნდი, ვერ მოგაგნებთ მაინც, რამე რეალური სახელი მაინც მიიწერე )))))) აქ ამოიწურა ჩემი კომენტარი და თავი არ შეიწუხო პასუხით )))
napoleoni
13 აპრილი 2018 02:53
ნეტა არ იქნება დასცხონ. . .მაგრამ მერე ლგბდ უფლებები ვიღამ დაიცვას. . .მთავარი ლგბდა .მაგრამ მაყუთი საიდან თუ არ ეცლებათ ამათთვის. . .მერე რა. . . ლგბდ ლგბდ ლგბდ. . . ხო მოიცლუან და მერე ორმაგ გრანტს გამოუყოფენ. . .მარა თუ გაიწელა რუსულ ამერიკული ბათქი მაშინ. . .ჩემი ლგბდ შვიიიილი. . ..ნანააა ა ნანაააა ა. .
Madona
12 აპრილი 2018 21:47
Ver gabedavs amerika rusetis Dalian eshiniaaa,,,:):):)

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები