რას პასუხობს რუსეთი ტრამპის გაფრთხილებას? - კვირის პალიტრა

რას პასუხობს რუსეთი ტრამპის გაფრთხილებას?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ს რაკეტები მიმართული უნდა იყოს სირიაში ტერორისტებზე და არა იმ ქვეყნის მთავრობაზე, რომელიც ტერორიზმს ებრძვის.

"ჭკვიანი" რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

იხილეთ: ტრამპი: "მოემზადე, რუსეთო, მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა"

"ინტერპრესნიუსი"