"მოსკოვი არ არის "ტვიტერ-დიპლომატიის" მომხრე. ჩვენ სერიოზულ მიდგომებს ვემხრობით" - კვირის პალიტრა

"მოსკოვი არ არის "ტვიტერ-დიპლომატიის" მომხრე. ჩვენ სერიოზულ მიდგომებს ვემხრობით"

კრემლში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხეს. მოსკოვი არ არის "ტვიტერ-დიპლომატიის" მომხრე. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

"ჩვენ არ ვართ "ტვიტერ-დიპლომატიის" მონაწილეები. ჩვენ სერიოზულ მიდგომებს ვემხრობით. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არ გადაიდგას ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ისედაც ფაქიზი ვითარება", - განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

ტრამპი: "მოემზადე, რუსეთო, მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა"

"ინტერპრესნიუსი"