მოკავშირეებმა რუსეთი სირიაზე თავდასხმის თაობაზე წინასწარ გააფრთხილეს?! - კვირის პალიტრა

მოკავშირეებმა რუსეთი სირიაზე თავდასხმის თაობაზე წინასწარ გააფრთხილეს?!

რამდენიმე საათის წინ კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმა განახორციელა. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ ასევე დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

საფრანგეთის თავადცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ განაცხადა, რომ მოსალოდნელი ავიადარტყმის შესახებ რუსეთი ოპერაციის დაწყებამდე გააფრთხილეს. თუმცა მანამდე აშშ-ის გაერთიანებული სამხედრო შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყება არ იყო კოორდინირებული რუსეთთან.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სირიის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვეს, თუმცა კოალიცია ოფიციალურად ამ თემაზე ჯერ ინფორმაციას არ ავრცელებს.

იხილეთ ასევე: რას აცხადებენ რუსეთში სირიაზე მიტანილი ავიადარტყმების თაობაზე?