ოფიციალური სირიის პირველი კომენტარი საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებზე - კვირის პალიტრა

ოფიციალური სირიის პირველი კომენტარი საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებზე

ბარბაროსული აგრესია გავლენას ვერ მოახდენს სირიელი ხალხის სიმტკიცეზე, ასევე ჩვენ გმირ შეიარაღებულ ძალებზე, - ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სირიის მთავრობის განაცხადებით, დაბომბვა მოხდა, რათა ხელი შეეშალოს აღმოსავლეთ ღუთაში სავარაუდო ქიმიური შეტევის გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.