"სიმტკიცის დილა" - ბაშარ ასადი სამსახურში ჩვეულ რეჟიმში გამოცხადდა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"სიმტკიცის დილა" - ბაშარ ასადი სამსახურში ჩვეულ რეჟიმში გამოცხადდა (ვიდეო)

ბაშარ ასადი სამსახურში მისვლის კადრებს ავრცელებს, სახელწოდებით "სიმტკიცის დილა"

სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ბაშარ ასადის სამსახურში მისვლის კადრებს ავრცელებს. "სიმტკიცის დილა", - ამ სათაურით შესაბამისი ვიდეორგოლი სირიის პრეზიდენტის "ტვიტერის" გვერდზე გავრცელდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული კადრები იმას ადასტურებს, რომ სირიის მთავრობას ავიადარტყმის შედეგად ზიანი არ მიყენებია.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.