რამდენი ფრთიანი რაკეტა გამოიყენეს სირიაში და არის თუ არა მსხვერპლი? - რუსეთის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს
რამდენი ფრთიანი რაკეტა გამოიყენეს სირიაში და არის თუ არა მსხვერპლი? - რუსეთის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს
აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განუცხადა.

"არსებული ინფორმაციით, სულ 103 ფრთიანი რაკეტა იყო გამოყენებული. სირიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 71 ფრთიანი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა", - განაცხადა რუდსკოიმ.

მისივე თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის
წარმატებებზე რეაქციას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

იხილეთ: რას ამბობს პუტინი სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმაზე?

"ინტერპრესნიუსი"
Teodor
19 აპრილი 2018 11:27
რუსეთის გენშტაბი არ არის სანდო წყარო და საერთოდ რუსული საინფორმაციო საშუალებები, 2008 გაიხსენეთ მაინცაა რა სიცრუის ნიაღვარი მოდიოდა, მერე ამ სიცრუის გაპრავებაში რეები ჩაიდინეს, გაიხსენეთ ასიათასობით ვითომ დაღუპული ოსი მშვიდობიანი მოქალაქე, და უამრავი ტყუილი რომელსაც სხვათაშორის გაეროს ტრიბუნიდან აჟღერებდნენ, საბოლოოდ მაინც რო არ მიიღო მსოფლიომ მაგათი ტყუილები. ეხლაც ეგ სიტუაციაა, ტყუილის მორევში რაც გაუვათ შერჩებათ. რაც არა და ჯანდაბას, მაგათი მორალი ეგაა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?