ვინ არის რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, რომელიც საქართველოში ქონებას ფლობს და რატომ გაიზარდა 9,9 მილიონით პუტინის ქონება?
ვინ არის რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, რომელიც საქართველოში ქონებას ფლობს და რატომ გაიზარდა 9,9 მილიონით პუტინის ქონება?
რუსმა ჩინოვნიკებმა და სათათბიროს წევრებმა შემოსავლების შესახებ ანგარიშები წარადგინეს, რის თაობაზეც რუსული გამოცემა "КоммерсантЪ"-ი წერს.

"რუსეთის პრეზიდენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა, პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და ფედერალური საკრებულოს (სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს) წევრებმა 2017 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები გამოაქვეყნეს", - ნათქვამია სტატიაში.

ვლადიმერ პუტინმა 2017 წელს 18,7 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც 9,9 მილიონი რუბლით მეტია 2016 წელთან შედარებით. პრეზიდენტის მფლობელობაშია საცხოვრებელი ბინა (77 კვ.მ.), გარაჟი (18 კვ.მ.), ავტომობილები - "ვოლგა" (ГАЗ М21) და
"ნივა", მისაბბმელ "სკიფ"-თან ერთად. როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, ვლადიმერ პუტინის შემოსავლების გაზრდის მიზეზი ისაა, რომ მან მიწის ნაკვეთი გაყიდა.

რაც შეეხება სახელმწიფო სათათბიროს წევრების ქონებას, როგორც გაირკვა, ერთ-ერთ დეპუტატს ქონება საქართველოშიც ჰქონია: "პარტია "ედინაია როსიას" წევრი, დეპუტატი ოთარ არშბა (დედით ქართველი, მამით -
აფხაზი, ФСБ-ის გადამდგარი პოლკოვნიკი, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით აფხაზი სეპარატისტების ფინანსური სპონსორი 1992-93 წლებში - ს.კ.)
საქართველოში ფლობს მიწის ორ ნაკვეთს და ერთ ბინას(16 კვ.მ.). მისი ცოლს მარინე ზენაიშვილსაც საქართველოში ასევე აქვს მიწის ორი ნაკვეთი, ორი სახლი და ბინა". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
ნოდე
18 აპრილი 2018 04:00
პირველ რიგში
სტატია არა სრულია თუ წერ ბოლომდე ამომწურავად უნდა დაწერო ჟურნალისტო
მეორე რუსული ინვესტიცია მირჩევნია თურქულს და არაბულს
კარგი იქნებოდა თურქებზე და არაბებზე რომ დაეწერა გადაგვიარეს
ვიღაცა
17 აპრილი 2018 10:37
რატომ უნდა ჩამოერთვას? რუსეთში რომ ცხოვრობს იმიტომ? თურქეთში რომ იცხოვროს,მაშინ ხომ შეიძლება.ან ირანში.(თუმცა დამავიწყდა.თურქეთი და ირანი ხომ ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან).
ბუბუ
17 აპრილი 2018 09:49
სუკ-ის პოლკოვნიკი და მილიარდერი, აფინანსებდა აფხაზ სეპარატისტებს.....
გამორიცხული არაააააა, უფრო მართალია

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები