რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი "ორსკი", სამხედრო ტექნიკით დატვირთული, სირიის მიმართულებით გაემართა
რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი "ორსკი", სამხედრო ტექნიკით დატვირთული, სირიის მიმართულებით გაემართა
რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი "ორსკი", რომელიც სამხედრო ტექნიკით არის დატვირთული, სირიის მიმართულებით გაემართა. ამის შესახებ თურქული გამოცემა "დოგანი" იუწყება.

გემი სირიის პორტ ტარტუსში მიემართება, სადაც ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზა აქვს განთავსებული. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლისას, "ორსკს" თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური მიაცილებდა.

ამასთან, გამოცემა Bosphorus Observer გემზე არსებული ტექნიკის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ხომალდით სხვა დანარჩენ ტექნიკასთან ერთად გადააქვთ ჯავშანტრანსპორტიორი "БТР-80" რადიოელექტრონულ კომპლექს
"Пелена-6БК2"-თან ერთად, რადიომართული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან თავდასაცავად, სატვირთო მანქანები, ბენზინმზიდები და ჯავშანმანქანები.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?