როგორ აფასებს ვლადიმერ პუტინი სირიაზე განხორცილებულ ავიადარტყმას? - კვირის პალიტრა

როგორ აფასებს ვლადიმერ პუტინი სირიაზე განხორცილებულ ავიადარტყმას?

გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაზე განხორცილებული ავიადარტყმა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

"პუტინმა და მერკელმა სირიაში და მის გარშემო არსებული ვითარების გამწვავების შესახებ ისაუბრეს. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებმაც სირიის წინააღმდეგ აგრესიის აქტი ჩაიდინეს, საკუთარი ქმედებებით უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის გაერო-ს წესდება და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს სირიული კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს", - განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"