ესკობარის ქვრივსა და ვაჟს კავშირი ჰქონდათ "ფულის გათეთრებასთან" - რას ედავებიან ცნობილი ნარკობარონის ოჯახს? - კვირის პალიტრა

ესკობარის ქვრივსა და ვაჟს კავშირი ჰქონდათ "ფულის გათეთრებასთან" - რას ედავებიან ცნობილი ნარკობარონის ოჯახს?

ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ქვრივი და ვაჟი არგენტინაში ნარკომაფიის ფულადი სახსრების გათეთრებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ არგენტინის პროკურატურა იუწყება.

"მარია ისაბელ სანტოს კაბალიერო და ხუან სებასტიან მაროკინი ნარკოტრაფიკისგან შემოსული ფულის გათეთრებაში ბრალდებით დაკითხვაზე არიან დაბარებული", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, ესკობარის ქვრივსა და ვაჟს კავშირი ჰქონდათ უძრავი ქონების სფეროში მიმდინარე მსხვილ პროექტებთან, რომლებშიც ნარკოტიკებით ვაჭრობისგან უკანონო გზით მიღებული ფულის ინვესტირება ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების ბოლოს არგენტინაში გადაბარგების შემდეგ ნარკობარონის ქვრივმა და შვილებმა გვარი შეიცვალეს.

მსოფლიოში ცნობილ ნარკობარონს, პაბლო ესკობარს "კოკაინის მეფედ" მოიხსენიებენ, რომელიც იმ დროისათვის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ცნობილი კონტრაბანდისტის ქონება 1990-იანების დასაწყისში 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.

ჯერ კიდევ მოზარდი ესკობარი თავდაპირველად ძარცვავდა საფლავებს, იპარავდა საფლავის ქვებს და მანქანებს, გარშემო კრიმინალები შემოიკრიბა და საკუთარი ბანდაც შექმნა.

1971 წელს ესკობარის ბანდამ გაიტაცა ბიზნესმენი დიეგო ეჩევარიო. მის სანაცვლოდ გამტაცებლებმა რამდენიმე მილიონი მოითხოვეს, საბოლოოდ ბიზნესმენი მოკლეს, ამბავი კი უმალ გავრცელდა კოლუმბიაში, მომხდარმა გაახარა ღარიბი მოსახლეობა, რადგან ეჩევარიო, როგორც ამბობენ, ღარიბების განსაკუთრებული ექსპლუატატორობით გამოირჩეოდა.

1972 წელს ესკობარი მედელინში უკვე ყველაზე ცნობილი ავტორიტეტული დამნაშავე იყო.

ამერიკელთა 1970-იანელ თაობას მხოლოდ მარიხუანა აღარ აკმაყოფილებდა, უფრო ძლიერი ნარკოტიკი ესაჭიროებოდა. მალე ამერიკაში გაჩნდა კოკაინი, რაზეც პაბლომ თავისი დანაშაულებრივი ბიზნესის აწყობა დაიწყო. ცოტა ხანში ესკობარი კოლუმბიის კოკაინის ინდუსტრიას თითქმის სრულად აკონტროლებდა. მოგვიანებით მან და მასთან დაახლოებულმა სამმა ბიზნესმენმა შექმნეს მედელინის ნარკოკარტელი. ეს იყო უმსხვილესი კარტელი, რომელიც აშშ-ში კოკაინს ავრცელებდა. გაგრძელება