"ირანი ბირთვულ პროგრამას გაანახლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში სანქციებს დააწესებს" - კვირის პალიტრა

"ირანი ბირთვულ პროგრამას გაანახლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში სანქციებს დააწესებს"

ირანი ბირთვულ პროგრამას გაანახლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში სანქციებს დააწესებს, რომელიც 2015 წლის შეთანხმებით შეჩერებულია. ამის შესახებ ტელეარხ CBS-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განუცხადა.

"ჩვენ გვიწევს მოქმედების რამდენიმე ვარიანტები გვქონდეს. ეს ფუნქციები მზად გვაქვს, მათ შორის ბირთვულ სფეროში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩვენი აქტივობის განახლება", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, ირანს ყველა ვარიანტი მზად აქვს და მათ საჭირო დროს აამოქმედებს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო თანამეგრობა ვერ მოსთხოვს ირანს ცალმხრივად შეასრულოს შეთანხმება, რომელიც უკვე დარღვეული იყო.

"იმ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვალეობების შესრულებას შეუდგა, ის არ ასრულებს შეთანხმებას. მან და მისმა ადმინისტრაციამ ყველა ზომა მიიღ, რათა ირანს არ მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ შეთანხმებიდან", - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

2015 წელს ირანმა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი), ასევე გერმანიამ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

"ინტერპრესნიუსი"