ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა ქაბულში - კვირის პალიტრა

ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა ქაბულში

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში თვთმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

როგორც ავღანური მედია ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქება ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან მოხდა.

ამ ეტაპზე არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას აღნიშნულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"