ბიჭია, ბიჭი! - უილიამი და ქეითი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ - კვირის პალიტრა

ბიჭია, ბიჭი! - უილიამი და ქეითი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა. პრინცი უილიამი და ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ.

კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, მშობიარობამ უპრობლემოდ ჩაიარა და ბიჭი, რომელიც 3.600 კგ-ა, ადგილობრივი დროით 11 საათზე გაჩნდა.

მშობიარობას ესწრებოდა უილიამიც.

სასახლის ინფორმაციით, დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი 2011 წლის აპრილში შეუღლდნენ, მათ კიდევ ორი შვილი ჯორჯი და შარლოტა ჰყავთ.