ნიკოლ ფაშინიანი: "სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე!" - კვირის პალიტრა

ნიკოლ ფაშინიანი: "სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე!"

სომეხი ოპოზიციონერი, პარლამენტის წევრი ნიკოლ ფაშინიანი სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსის "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნდა.

"სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! არავის შეუძლია შენ ეს გამარჯვება წაგართვას. გილოცავ, გამარჯვებულო ხალხო!" - წერს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა დაკავებული თანამდებობა დღეს დატოვა.

"ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას. მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებს.

სარგსიანი: "ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი"

"ინტერპრესნიუსი"