ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ირანთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს - კვირის პალიტრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ირანთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს საღამოს ირანთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ისრაელური მედია იუწყება.

როგორც გამოცემა Jerusalem Post იუწყება, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დრამატულ სიახლეებს აცნობს საზოგადოებას ირანის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ღამით სირიაში რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმებს ათეულობით ირანელი სამხედრო ემსხვერპლა. თვითონ ირანი უარყოფს თავისი სამხედროების დაღუპვის ფაქტს.

დღეს ისრაელის მინისტრთა კაბინეტის უსაფრთხოების ფრთამ საგანგებო შეხვედრა გამართა ისრაელის თავდაცვის სამინისტროში, სადაც სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილებოდა.

"ინტერპრესნიუსი"