ავღანეთში "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტი მოკლეს - კვირის პალიტრა

ავღანეთში "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთში უცნობმა პირებმა, პროვინცია ჰოსტში ბრიტანული ტელე-რადიოკომპანია "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტი აჰმად შაჰი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს პირებმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. ეს იმ დროს მოხდა, რომდესაც ჟურნალისტი სახლში ბრუნდებოდა.

აჰმად შაჰი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ტელე-რადიოკომპანიის მსოფლიო სამსახურის დირექტორმა ჯემი ანგუსმა ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

"ინტერპრესნიუსი"