"ირანი ბირთვულ იარაღს საიდუმლოდ აწარმოებს" - კვირის პალიტრა

"ირანი ბირთვულ იარაღს საიდუმლოდ აწარმოებს"

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რის შესახებაც ის საუბრობს, "საიდუმლო ბირთვული ფაილებია", რომლებიც ადასტურებს, რომ ირანი საიდუმლოდ აწარმოებს ბირთვულ იარაღს. ამის შესახებ მან დღეს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 55 ათასგვერდიანი მასალები, რომლებიც ისრაელმა მიიღო, აჩვენებს, რომ ირანმა მსოფლიო მოატყუა, როდესაც 2015 წელს ხელი მოაწერა ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შეთანხმებას. პრემიერმინისტრის თქმით, ირანი დათანხმდა გარიგებას სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

როგორც ცნობილია, ისრაელის მედიამ დააანონსა, რომ საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებდა.

"ინტერპრესნიუსი"