ნიკოლ ფაშინიანი: "რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიან"
რუსეთი და სომხეთი დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.
"ჩვენ რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ მივიჩნევთ, ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ უქმნის. ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთი დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ოპოზიციურმა ფრაქცია "იელქმა" პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა.
პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთადერთი პრეტენდენტი ნიკოლ ფაშინიანია. მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა. პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის ფაშინიანმა 105-ადგილიან პარლამენტში 53 ხმა უნდა მიიღოს.
"ინტერპრესნიუსი"