სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30СМ ჩამოვარდა, - იუწყება „რია ნოვოსტი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყებაში განმარტავენ, რომ ორივე მფრინავი დაიღუპა.

კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ჰმეიმიმის აეროპორტიდან აფრენისას სიმაღლეს იღებდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ - ძრავში შესაძლოა ჩიტი მოხვედრილიყო.