"ბეტონის შენობები ბანქოს სახლებივით ეცემოდა" - ინდოეთში ქვიშის ქარიშხალს 127 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ბეტონის შენობები ბანქოს სახლებივით ეცემოდა" - ინდოეთში ქვიშის ქარიშხალს 127 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერ ქვიშის ქარიშხალს უკვე სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ადამიანი დაშავებულია. ამის შესახებ გამოცემა Times of India იუწყება.

"ბეტონის შენობები ერთი მეორეს მიყოლებით, ბანქოს სახლებივით ეცემოდა. ხეები, გარე განათების ბოძები - ყველაფერი ქარმა წააქცია. ჩვენ დაშავებულები სახლების ნანგრევებიდან ამოგვყავდა და მოტოციკლეტებით ისინი საავადმყოფოებში მიგვყავდა", - განუცხადა გამოცემას ადგილობრივმა პოლიციელმა ნარენდრა შარმამ.

Times of India-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი მსხვერპლი - 73 ადამიანი უტარ-პრადეშის შტატში დაფიქსირდა. მხოლოდ ქალაქ აგრაში, სადაც ცნობილი მავზოლეუმი "თაჯ-მაჰალი" მდებარეობს, სტიქიას 46 ადამიანი ემსხვერპლა.

რაჯასტანის შტატში, სადაც ქვიშის ქარიშხალს ძლიერი წვიმა მოჰყვა, დაიღუპა 19 ადამიანი, ტელენგანაში - 7, უტარაკჰანდში - 4, ჯარხანდსა და პენჯაბში კი სტიქიას ორ-ორი ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო