პუტინმა კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო - კვირის პალიტრა

პუტინმა კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მან კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო, რის შემდეგაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,69% მიიღო.