"თუ კადიროვს ბოდიშს არ მოვუხდი, ცოლ-შვილს გამიუპატიურებენ" - რას ჰყვება ჩეჩენი აქტივისტი "კადიროვცების" სისასტიკეზე? - კვირის პალიტრა

"თუ კადიროვს ბოდიშს არ მოვუხდი, ცოლ-შვილს გამიუპატიურებენ" - რას ჰყვება ჩეჩენი აქტივისტი "კადიროვცების" სისასტიკეზე?

"ბოლო დროს განვითარებით, დემოკრატიით, წინსვლით, რუსეთის ფედერაციის სხვა რესპუბლიკებს შორის, გამოირჩევა ჩეჩნეთის რესუბლიკა..." - წერს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი რუსული მედია... ეს მაშინ, როდესაც ლამის მთელი საერთაშორისო საზოგადოება სოლიდარულია გროზნოში დაკავებულ უფლებადამცველ იუბ ტიტიევის მიმართ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მარიხუანას მოხმარების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება.

თუმცა, ის ერთადერთი არ არის, ვის მიმართაც "კადიროვცები" სისასტიკით გამოირჩევიან. გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრებმა მიქაილ მალიზაევმა 2016 წელს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. ვიდეოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლტოლვილი ჩეჩნების პროტესტი მოჰყვა, ბოლო დღეებში კი ეს პროტესტი გაიზარდა და აქციებში გადაიზარდა - ჩეჩნები ჩეჩნეთში არსებულ პუტინის სასტიკ რეჟიმს აპროტესტებდნენ.

ამ აქტივობის გამო, მალიზაევი "უცნობებმა" ისე სასტიკად სცემეს, რომ გერმანიის ქალაქ ლუდენშაიდის საავადმყოფოში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. 26 აპრილის გამთენიას, მისი ცოლი და სამი შვილი რუსეთში დეპორტით გაუშვეს. იქიდან კი, ჩეჩნეთში გადაიყვანეს.. ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელის, ჰუსეინ ისხანოვის თქმით, მასთან სახლში მისულმა ორმა ჩეჩენმა მამაკაცმა აცნობა, რომ თუ მალიზაევი ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვის გამო ბოდიშს არ მოუხდიდა, მის ცოლსა და შვილებს გაუპატიურება და წამება ელოდათ.

ამის შემდეგ, მალიზაევმა თითქმის 10-წუთიანი აუდიომიმართვა ჩაწერა, სადაც მომხდართან დაკავშირებით სინანული გამოთქვა, სწორედ ისე, როგორც ამას მისგან კადიროვი ითხოვდა.

Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში მალიზაევი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ, მისმა პოსტმა ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები გააერთიანა და ყველა ერთად ცდილობდნენ, ევროპისთვის აეხსნათ, თუ რას სჩადიან პუტინი და კადიროვი ჩეჩნეთში.

"ჩვენ ვამბობდით, რომ ჩეჩნეთში უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ, აწამებდნენ და "აქრობდნენ", რომ ჩვენთან სრული უსამართლობა იყო და ეს ევროპაში უნდა სცოდნოდათ... მე მინდა ჩეჩნეთი თავისუფალი რესუბლიკა იყოს, სადაც ადამიანებს არ კლავენ, არ ამცირებენ... ხომ ხედავთ, სომხებმა თავად მოიპოვეს თავისუფლება, ამისთვის მოვუწოდებდი ჩეჩნებსაც, რომ დაეცვათ თავიანთი ღირსება და პუტინისა და პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. თუმცა, ტერორიზმში დამადანაშაულეს, ბანდიტი და მკვლელი მიწოდეს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, რადგან თურმე ევროპაში ტერორისტულ ჯგუფებს ქმნის. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მე ის მიყვარს, როგორც კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი" - პუტინის "ჯარისკაცის" სკანდალური ცხოვრება