პუტინმა რუსეთის პრემიერის პოსტზე კვლავ მედვედევი წარადგინა - კვირის პალიტრა

პუტინმა რუსეთის პრემიერის პოსტზე კვლავ მედვედევი წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტის პოსტზე კვლავ დიმიტრი მედვედევი წარადგინა. ახლა მედვედევის კანდიდატურას მხარი რუსეთის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს.

დიმიტრი მედვედევი რუსეთის მთავრობას 2012 წლის 8 მაისიდან ხელმძღვანელობდა.

დღეს მოსკოვში პუტინის ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის მთავრობა გადადგა. ეს პროცედურა კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.