07-05-2018
ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო, რის შემდეგაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.პრეზიდენტი საზეიმო ცერემონიალზე რუსეთში წარმოებული ლიმუზინით Aurus-ით მივიდა, სახელმწიფო ნომრით в776ус 77. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მანქანის სიგრძე 6.62 მეტრია, სიგანე - 2 მეტრი.
დადასტურებული ინფორმაციით, პუტინის ახალი ლიმუზინის შექმნაში "პორშეც" მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის დღეს პოლიტიკოსები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და უამრავი ცნობილი სახე იყო.
An ra aucilebelia amdeni inaguraciebi, erti pazhiznennii gauketon da ijdes kremlshi sanam tavad ar mockindeba.