პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერებსა და უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავი" მიულოცა - კვირის პალიტრა

პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერებსა და უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავი" მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერებსა და უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავი" მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავი ასევე მიულოცა ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტებს.

"მისალოც წერილებში რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გამარჯვების დღე წმინდა თარიღი და ჩვენი ხალხის უპრეცედენტო გმირობისა და ერთიანობის სიმბოლოა. პრეზიდენტის თქმით, ამჟამინდელი თაობის ვალდებულებაა არ დაუშვას წარსულის ტრაგიკული მოვლენების გამეორება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"