პუტინი ჩამოალაბორანტეს? - ვის "დაუთმო" რუსეთის პრეზიდენტმა "ფორბსის" პირველობა
09-05-2018
პუტინი ჩამოალაბორანტეს? - ვის "დაუთმო" რუსეთის პრეზიდენტმა "ფორბსის" პირველობა
ჟურნალმა Forbes -მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, გამოკითხვის ლიდერი შეიცვალა და ის არა ვლადიმირ პუტინი, არამედ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინია.

პუტინმა ამ სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მას მოსდევს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შემდეგ კი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოდიან.

როგორც რეიტინგის შემდგენლები აღნიშნავენ, პუტინის უზარმაზარი საერთაშორისო გავლენა ძირითადად დაფუძნებულია ევროპის დამოკიდებულებაზე რუსული ნავთობისა და გაზის მიმართ.

რაც შეეხება
სი ძინპინს, რეიტინგში მისი პირველობა ჩინეთის ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია, ასევე ჩინეთის პარლამენტის მარტში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის უფლებამოსილება გაფართოვდა.


გამოცემას ჩამოთვლილი აქვს ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც განისაზღვრება რეიტინგის ლიდერები. მათ შორის არის უნარი, მართოს ხალხის დიდი მასა, მსხვილი ფინანსური რესურსების
კონტროლი და ერთდროულად რამდენიმე სფეროებზე გავლენის ქონა.

სიაში სულ 75 პირია შეყვანილი, 17 მათგანი წელს პირველად მოხვდა სიაში. ახალბედა წევრებს შორის არის საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ-საუდი, ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

Maka
09 მაისი 2018 17:18
Chveni margvela romel adgilzea neta?
ედიკა
09 მაისი 2018 15:01
ხოდა, ცდილობენ მერე მაგ რეიტინგებში მოხვედრას , ხალხისგან მინიჭებულ უფლებებს, ბოროტად იყენებენ და მეფეებად ევლინებიან ქვეყანას და მსოფლიოს.

რედაქტორის რჩევით