ისრაელის ავიაციამ ირანის ათობით ობიექტს დაარტყა - კვირის პალიტრა

ისრაელის ავიაციამ ირანის ათობით ობიექტს დაარტყა

ღამის სარაკეტო დარტყმაზე საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ სირიაში ირანის ათობით ობიექტზე და საჰაერო თავდაცვის სისტემის ბატარეებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმია იუწყება.

უწყების განცხადებით, იერიშის სამიზნეები ირანულ დაჯგუფება „ალ-ქუდსს“ ეკუთვნოდა.

ისრაელის მიერ დაბომბილ ობიექტებს შორის არის დამასკოს მახლობლად მდებარე ირანული სამხედრო ბანაკი, დამასკოს აეროპორტში არსებული იარაღის საწყობები, სათვალთვალო პუნქტები და სხვა ობიექტები.

"ასევე განადგურებულია ავტომობილი, რომლიდანაც ისრაელის მისამართით რაკეტები იყო გაშვებული", - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის არმიაში.

შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იონათან კონრიკუსმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ წინასწარ აცნობა რუსეთს სირიაზე ავიადარტყმის განხორციელების შესახებ.