ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია - კვირის პალიტრა

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი უკვე ცნობილია. მათი შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა.

"ძალიან მოსალოდნელი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან სინგაპურში 12 ივნისს გაიმართება. ჩვენ ორივენი შევეცდებით ეს მომენტი განსაკუთრებული გავხადოთ მსოფლიო მშვიდობისთვის", - წერს ტრამპი.

მანამდე ტელეარხი Fox News ამ შეხვედრის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, თუმცა, მედიასაშუალებას თარიღი არ დაუსახელებია.

გუშინ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დრო და ადგილი სამ დღეში გახდებოდა ცნობილი.