"აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს"

აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა აღდგეს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია უნდა შესრულდეს. ამ რეზოლუციებში ღიად მითითებულია, რომ საოკუპაციო ძალები უპირობოდ უნდა იქნას გამოყვანილი დაპყრობილი მიწებიდან. კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზები არ არსებობს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების საგანი. აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად და უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

"ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე. აზერბაიჯანს საკმარისი შესაძლებლობები აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ დონეზე. ჩვენს გარეშე რეგიონში ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება. რაც უფრო ადრე გაიგებენ სომხეთში ამ რეალობას, მით უფრო ადრე დარეგულირდება კონფლიქტი", - დასძინა აზერბაიჯანის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"