რომის პაპის ავტომობილი Sotheby's აუქციონზე 715 ათას ევროდ გაიყიდა
13-05-2018
რომის პაპის ავტომობილი Sotheby's აუქციონზე 715 ათას ევროდ გაიყიდა
რომის პაპის Lamborghini Huracan-ის ტიპის ავტომობილი მონაკოში Sotheby's აუქციონზე 715 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA იუწყება. აღსანიშნავია, რომ აუქციონზე რომის პაპის გაყიდული ავტომობილის საფასურმა მის საბაზრო ფასს თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა. Lamborghini Huracan-ის ტიპის ავტომობილების საბაზრო ფასი 183 ათას ევროს შეადგენს.

ავტომობილის გაყიდვისგან მიღებული თანხები ქველმოქმედებაზე განაწილდება. აღნიშნული ავტომობილი რომის პაპს 2017 წლის ნოემბერში აჩუქს. პაპმა მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას აუქციონზე გაიტანდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით