ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ საზღვარზე 52 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ საზღვარზე 52 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი არეულობების შედეგად, დაღუპლთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Haaretz პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

შეტაკებების დროს, დაიჭრა 2410 ადამიანი, რომელთაგან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება დაახლოებით 800 ადამიანს. მთლიანობაში, საზღვარზე არსებულ პროტესტში 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა და მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. 14 მაისს იერუსალიმში ოფიციალურად გაიხსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, თელ-ავივიდან გადაიტანეს.

"ინტერპრესნიუსი"