კადიროვი: "აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს" - კვირის პალიტრა

კადიროვი: "აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს"

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასა და ღაზა-ისრაელის საზღვარზე შეტაკებებს გამოეხმაურა.

"ზეიმი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ღაზას სექტორში პალესტინური სისხლის გუბეები! ასე შევა ისტორიაში 2018 წლის 15 მაისი", - დაწერა რამზან კადიროვმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ყური არ უგდოს თავის მოკავშირეებს, რომლებიც მოითხოვნდნენ უარის თქმას აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე.

"ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს, რომელსაც ისრაელი ღვრის. აშშ და ისრაელს ყველაზე უფრო ეშინიათ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენის", - აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მოწოდებით ათი ათასობით პალესტინელმა ვითარება გაამწვავა ღაზა-ისრაელის უსაფრთხოების ხაზთან. ისინი ისრაელელ ჯარისკაცებს ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ და საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებული იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, რის შედეგადაც 58 პალესტინელი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"