კადიროვი: "აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს"
15-05-2018
კადიროვი: "აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს"
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასა და ღაზა-ისრაელის საზღვარზე შეტაკებებს გამოეხმაურა.

"ზეიმი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ღაზას სექტორში პალესტინური სისხლის გუბეები! ასე შევა ისტორიაში 2018 წლის 15 მაისი", - დაწერა რამზან კადიროვმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ყური არ უგდოს თავის მოკავშირეებს, რომლებიც მოითხოვნდნენ უარის თქმას აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე.

"ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს, რომელსაც
ისრაელი ღვრის. აშშ და ისრაელს ყველაზე უფრო ეშინიათ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენის", - აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მოწოდებით ათი ათასობით პალესტინელმა ვითარება გაამწვავა ღაზა-ისრაელის უსაფრთხოების ხაზთან. ისინი ისრაელელ ჯარისკაცებს ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ და
საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებული იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, რის შედეგადაც 58 პალესტინელი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით