ნეთანიაჰუ ერდოღანს: "ისრაელს მორალს ნუ უკითხავ" - კვირის პალიტრა

ნეთანიაჰუ ერდოღანს: "ისრაელს მორალს ნუ უკითხავ"

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდეს, ისრაელს მორალი არ წაუკითხოს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ერდოღანი "ჰამასის" ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული მომხრეა. უსათუოდ, მას ესმის, რა არის ტერორი და სასაკლაო, ამიტომ მოვუწოდებ მას - ნუ უკითხავს ისრაელს მორალს", - დაწერა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღაზას სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს თურქეთის პრეზიდენტმა გენოციდი უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"