"აფხაზეთმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს როგორც ღიად მტრულ დამოკიდებულებას, ისევე მოჩვენებით მეგობრულობას"
17-05-2018
"აფხაზეთმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს როგორც ღიად მტრულ დამოკიდებულებას, ისევე მოჩვენებით მეგობრულობას"
რუსეთი აფასებს იმ წვლილს, რომელიც აფხაზეთს სამოკავშირეო ურთიერთობების მთელი კომპლექსის განვითარებაში შეაქვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მილოცვაშია ნათქვამი, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.

"ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით რუსულ-აფხაზური საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის ეფექტური მექანიზმის დახვეწა. ეს გვაძლევს საშუალებას საერთო ძალისხმევით გავაძლიერთო რეგიონალური სტაბილურობა და უსაფრთოება, გავაფართოვოთ აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციები და ჟენევის
დისკუსიებზე ერთიანი ფრონტით წარვდგეთ", - ნათქვამია მილოცვის წერილში.

ლავროვის განცხადებით, ახლა აფხაზეთმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს როგორც ღიად მტრულ დამოკიდებულებას, ისევე მოჩვენებით მეგობრულობას და ყოველთვის იხელმძღვანელოს დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გრძელვადიანი ინტერესებით.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით