ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი, რომელიც ქალიშვილთან ერთად მოწამლეს, საავადმყოფოდან გაწერეს - კვირის პალიტრა

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი, რომელიც ქალიშვილთან ერთად მოწამლეს, საავადმყოფოდან გაწერეს

ტელეკომპანია Sky News-ის ინფორმაციით, ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი, რომელიც დიდ ბრიტანეთში 4 მარტს ქალიშვილთან ერთად მოწამლეს, დღეს საავადმყოფოდან გაწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სკრიპალმა ქალიშვილს რუსეთიდან წიწიბურის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების ჩამოტანა სთხოვა. თუმცა იულია სკრიპალს წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა, შესაძლოა, ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება "ნოვიჩოკს“ შეიცავდა.

სერგეი სკრიპალების მოწამვლის გამო ურთიერთობა დაიძაბა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. რუსი დიპლომატები გააძევეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

ლონდონი ამტკიცებს, რომ სკრიპალის მოწამლვაში რუსეთის სახელმწიფოა დამნაშავე, თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

იხილეთ ასევე: ქალიშვილის საბედისწერო სტუმრობა მამასთან - "ჯაშუშური საქმის" ახალი დეტალები