როგორ ეხმაურება სერგეი სკრიპალის საავადმყოფოდან გამოეწერის ფაქტს ვლადიმერ პუტინი? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება სერგეი სკრიპალის საავადმყოფოდან გამოეწერის ფაქტს ვლადიმერ პუტინი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერგეი სკრიპალის საავადმყოფოდან გამოწერას გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერგეი სკრიპალის საავადმყოფოდან გამოწერას გამოეხმაურა. "რაც შეეხება ბატონ სკრიპალს, დღეს შევიტყვე, რომ ის გამოწერეს. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ ამ ამბით", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს. ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. რუსი დიპლომატები გააძევეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

დიპლომატების გაძევებას მოსკოვმა სარკისებრი ზომებით უპასუხა. ლონდონი ამტკიცებს, რომ სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის სახელმწიფოა დამნაშავე, თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"