"ყველა არ მოვკალი იმიტომ, რომ..." - ვინ არის 17 წლის თავდამსხმელი, რომელმაც 10 მოსწავლე მოკლა - კვირის პალიტრა

"ყველა არ მოვკალი იმიტომ, რომ..." - ვინ არის 17 წლის თავდამსხმელი, რომელმაც 10 მოსწავლე მოკლა

18 მაისს ტეხასის შტატის ქალაქ სანტა ფეს სკოლაში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. პოლიციამ მსროლელის იდენტიფიცირება შეძლო, ის 17 წლის დიმიტრიოს პაგურცისია.

აშშ-ს ხელისუფლებამ ეჭვმიტანილს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით წაუყენა. ამის შესახებ გალვესტონის ოლქის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი.

"სანტა ფეს სკოლაში სროლაში ეჭვმიტანილი გალვესტონის ოლქის ციხეშია მოთავსებული. ის ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში და აკრძალული აქვს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, მას შესაძლოა ბრალი სხვა მუხლებითაც წაუყენონ.

როგორც დაკავებული პაგურცისი ამბობს, ადამიანები, რომლებიც მას მოსწონდა, ცოცხალი დატოვა იმიტომ, რომ მისი ამბავი სხვებისთვის მოეთხროთ.