მეგან მარკლისა და პრინც ჰარის პირველი ფოტოები სამეფო ქორწილიდან - კვირის პალიტრა

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის პირველი ფოტოები სამეფო ქორწილიდან

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს სამეფო ქორწილია. უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდებოდა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის დღეს.

ლონდონში ტაძარში უკვე შეიკრიბნენ სტუმრები, სამეფო ოჯახის წევრები, ცნობილი ადამიანები. აღსანიშნავია, რომ დაპატიჟებულებს შორის არ არიან პოლიტიკოსები.

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მეგან მარკლი. ის დედასთან ერთად ავტომანქანით წმინდა ჯორჯის ეკლესიისკენ მიემართება. მეგანს, სავარაუდოდ, ბრილიანტებით გაწყობილი ტიარა ამშვენებს, სახეზე კი - პირბადე აქვს.

ცერემონიაზე უკვე გამოჩნდნენ ძმები უილიამი და ჰარი.